Thursday, March 7, 2019

წრის მეცადინეობის მეოთხე დღე



   წრის მეცადინეობაზე განვიხილეთ ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა გზები, მიუხედავად იმისა, რომ ამოცანების ამოხსნა ბავშვებისათვის სხვა საკითხებთან შედარებით სირთულეს წარმოადგენს მაინც დიდი ინტერესი გამოიჩინეს.  ჩართულები იყვნენ აქტიურად და ხალისით.

Tuesday, February 26, 2019

მეცადინეობის მესამე დღე

                                            მეცადინეობის   მესამე   დღე
მოსწავლეებმა ხალისით იმუშავეს და იპოვეს სხვადასხვა წერტილები სიბრტყეზე.
მეცადინეობაზე გამოვიყენეთ ჯგუფური მუშაობა და სახალისო აქტივობები.
                                                                                                                              მ.კომლაძე




Monday, February 18, 2019

მათემატიკის წრე- მე-2 დღე

მათემატიკის წრის მეცადინეობის მეორე დღე
15 თებერვალს ჩავატარე მათემატიკის წრე თემაზე:“კოორდინატები წრფეზე,რიცხვითი შუალედები“. ბავშვებს გაკვეთილის პროცესში გაუჭირდათ რიცხვითი შუალედების აგება, ამიტომ გადავწყვიტეთ,კიდევ ერთხელ გვემსჯელა წრის მეცადინეობაზე.გამოვიყენეთ სხვადასხვა აქტივობები რამაც ბავშვებს შესაძლებლობა მისცა კარგად გარკვეულიყვნენ და სქემატურადაც გამოესახათ ჯგუფებში.
                                                                                                          მ.კომლაძე




Friday, February 8, 2019

მათემატიკის წრე -მე-7 კლასი


https://drive.google.com/file/d/0B_nl8fRYdclWNFduS3RMSklSbWJtdFdzUkI2bFBIN1V5M1Y4/view?usp=sharing


მათემატიკის წრის მეცადინეობის პირველი დღე             8.02.2019წ. 
  
  ჩავატარე წრის მეცადინეობა წრფივ  ერთუცნობიანი   განტოლებების ამოხსნაზე. მოსწავლეებს შევთავაზე სხვადასვა ტიპის განტოლებები,რომელსაც  ხალისით და დიდი მონდომებით ხსნიდნენ. მეცადინეობაზე გამოვიყენე სხვადასხვა აქტივობები. მეცადინეობა იყო ნაყოფიერი.
          






მათემატიკის წრის მეცადინეობის მეორე დღე
15 თებერვალს ჩავატარე მათემატიკის წრე თემაზე:“კოორდინატები წრფეზე,რიცხვითი შუალედები“. ბავშვებს გაკვეთილის პროცესში გაუჭირდათ რიცხვითი შუალედების აგება, ამიტომ გადავწყვიტეთ,კიდევ ერთხელ გვემსჯელა წრის მეცადინეობაზე.გამოვიყენეთ სხვადასხვა აქტივობები რამაც ბავშვებს შესაძლებლობა მისცა კარგად გარკვეულიყვნენ და სქემატურადაც გამოესახათ ჯგუფებში.
                                                                                                          მ.კომლაძე


Wednesday, May 4, 2016

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია

დღეს მოვაწესრიგე ჩემი პორტფოლიო. ყველა დოკუმენტზე მუშაობა დავასრულე. გამზადებული პორტფოლიო ავტვირთე გუგლის დისკზე. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პროექტის გეგმები და მოსაზრებები. ტრენინგი ნაყოფიერი გამოდგა. ვფიქრობ აქ მიღებულ გამოცდილებას წარმატებით გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

Tuesday, May 3, 2016

მერვე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს დავასრულე პრეზენტაციაზე მუშაობა. ყურადღებით გადავათვალიერე ჩემი საქაღალდე.ჩემს მიერ მოძიებულ მასალებს მივუჩინე თავისი ადგილი. მოვაწესრიგე ყველა მასალა.ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა და კმაყოფილი ვარ.