Friday, February 8, 2019

მათემატიკის წრე -მე-7 კლასი


https://drive.google.com/file/d/0B_nl8fRYdclWNFduS3RMSklSbWJtdFdzUkI2bFBIN1V5M1Y4/view?usp=sharing


მათემატიკის წრის მეცადინეობის პირველი დღე             8.02.2019წ. 
  
  ჩავატარე წრის მეცადინეობა წრფივ  ერთუცნობიანი   განტოლებების ამოხსნაზე. მოსწავლეებს შევთავაზე სხვადასვა ტიპის განტოლებები,რომელსაც  ხალისით და დიდი მონდომებით ხსნიდნენ. მეცადინეობაზე გამოვიყენე სხვადასხვა აქტივობები. მეცადინეობა იყო ნაყოფიერი.
          






მათემატიკის წრის მეცადინეობის მეორე დღე
15 თებერვალს ჩავატარე მათემატიკის წრე თემაზე:“კოორდინატები წრფეზე,რიცხვითი შუალედები“. ბავშვებს გაკვეთილის პროცესში გაუჭირდათ რიცხვითი შუალედების აგება, ამიტომ გადავწყვიტეთ,კიდევ ერთხელ გვემსჯელა წრის მეცადინეობაზე.გამოვიყენეთ სხვადასხვა აქტივობები რამაც ბავშვებს შესაძლებლობა მისცა კარგად გარკვეულიყვნენ და სქემატურადაც გამოესახათ ჯგუფებში.
                                                                                                          მ.კომლაძე


Wednesday, May 4, 2016

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია

დღეს მოვაწესრიგე ჩემი პორტფოლიო. ყველა დოკუმენტზე მუშაობა დავასრულე. გამზადებული პორტფოლიო ავტვირთე გუგლის დისკზე. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პროექტის გეგმები და მოსაზრებები. ტრენინგი ნაყოფიერი გამოდგა. ვფიქრობ აქ მიღებულ გამოცდილებას წარმატებით გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

Tuesday, May 3, 2016

მერვე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს დავასრულე პრეზენტაციაზე მუშაობა. ყურადღებით გადავათვალიერე ჩემი საქაღალდე.ჩემს მიერ მოძიებულ მასალებს მივუჩინე თავისი ადგილი. მოვაწესრიგე ყველა მასალა.ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა და კმაყოფილი ვარ.

Monday, April 25, 2016

მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს გავეცანი პრეზენტაციის შაბლონს. მოვიძიეთ ინტერნეტში პრეზენტაციის მოსამზადებლად საჭირო ფოტო-ვიდეო მასალა იტერნეტ მისამართები. გადავიტანეთ ციტირებულ დოკუმენტში და დავიწყეთ პრეზენტაციის აწყობა.

Wednesday, April 20, 2016

მეექვსე ტრენინგ დღის რეფლექსია

მეექვსე ტრენინგ დღეს ჩვენ დავწერეთ პრეზენტაციის სამოქმედო გეგმა.გავეცანით დროის მენეჯმენტს.გავწერეთ ჩვენი პროექტი დროში.დასრულებული სახე მივეცით პროექტის გეგმას.სევიმუსავეტ სპეციალური საჭიროების და მარალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებტან მუშაობის სტრატეგიები.

Monday, April 18, 2016

მეხუთე ტრენინგდღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის შეფასების გეგმაზე.გავეცანი სხვადასხვა პროექტის შეფასების გეგმის ნიმუშებს.შევიმუშავე ჩემი პროექტის შესაბამისი შეფასების გეგმა.აღვწერეთ შეფასების ინსტრუმენტები.