Monday, November 12, 2012

სასწავლო პროექტი


სივრცული ფიგურები
1.პროექტის სახელი: სივრცული ფიგურები.
2.პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მონაწილეები ასახელებენ სივრცულ ფიგურებს, არკვევენ ამ ფიგურების თვისებებს,მოიძიებენ მასალებს მათ შესახებ.               
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან და აღწერენ სათითაოდ ყველა სივრცულ ფიგურას. გამოითვლიან სათითაოდ მათ ზედაპირის ფართობსა და მოცულობას, მათ კვეთებსა და გეგმილებს. შექმნიან სივრცული ფიგურების მაკეტებს.
4.მონაწილეთა ასაკი: 15-16 წ. XІ კლასი.
5.ვადები: ნოემბერ-დეკემბერი 2012 წლის.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები:კლასში დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე, სივრცული ფიგურების მაკეტის შექმნა.
7.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ქაღალდი, წებო, მაკრატელი, სახაზავი, ფანქარი, ინტერნეტი, სასწავლო სახელმძღვანელო.
8.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას/: სივრცული ფიგურების მაკეტები, მათი კვეთების მაკეტები, ჩანახატები, გაიმართება ამ მაკეტების გამოფენა.
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.საგნებთან /საგნობრივ  ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა) მათემატიკა: ქმნის სივრცული ფიგურების მაკეტს, პოულობს მათ ფართობებს და მოცულობას, იყენებს მათ პრაქტიკაში.
ბ) ისტ: ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება.
გ) მოსწავლე მსჯელობს სივრცული ფიგურის კვეთის შესაძლო ფორმაზე და ააგებს სივრცული ფიგურის მითითებულ კვეთას.
დ) პოულობს ფიგურის გეგმილს, მითითებული პარალელური დაგეგმილებისას.
ე) მსჯელობს სივრცული ფიგურის შესაძლო ფორმაზე/კვეთების მიხედვით/.
ვ) მსჯელობს ფიგურის შესაძლო ფორმაზე მისი ანასახის მიხედვით პარალელური დაგეგმილებისას.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მარინა კომლაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
13. პროექტის ვებ გვერდი/ ბლოგი/.  


No comments:

Post a Comment